„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 213/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 430090000.22.022.018631
213/ნ
30/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
430090000.22.022.018631
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №213/ნ

2024 წლის 30 დეკემბერი 

ქ.თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.017630) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული  წესის შესაბამისად, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგის სისტემით აღჭურვამდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/უფლებამოსილი პირი ახორციელებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის მხოლოდ არადისტანციურ დათვალიერებას, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების“:

ა) 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) სოციალური მუშაობის ფარგლებში, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით გათვალისწინებული ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის გამოკვეთის მიზნით, უზრუნველყოფს მოსწავლის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მოძიებას, რა დროსაც მონაცემთა სუბიექტს აინფორმირებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ინფორმაციის მოძიების შედეგად „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით გათვალისწინებული ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის გამოკვეთის შემთხვევაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსათვის. ასევე, ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ახდენს მანდატურის, სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლის კლასის დამრიგებლის ინფორმირებას, რა დროსაც მიაწოდებს ინფორმაციას სავარაუდო ძალადობის ფაქტის, ძალადობის ფორმისა და მოძალადის/ძალადობის მსხვერპლის შესახებ.“;

ბ) მე-6 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი VI. სკოლის ვიდეომონიტორინგის სისტემით აღჭურვისა და ადმინისტრირების წესი“;

გ) 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. სკოლის ვიდეომონიტორინგის სისტემით აღჭურვის წესი

1. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგის სისტემით აღჭურვა.

2. სკოლის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის ყველა დერეფნის, შესასვლელისა (ფოიე) და კიბის უჯრედის ვიდეომონიტორინგსა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

3. დაუშვებელია ვიდეომონიტორინგის განხორციელება სკოლის საპირფარეშოში, გამოსაცვლელ ოთახებში, საკლასო ოთახში და სამასწავლებლოში.

4. სკოლის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის გარე პერიმეტრის (მათ შორის სპორტული მოედანი, ბაღი, სკვერი, და სხვა) სრულად ვიდეომონიტორინგსა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

5. ვიდეომონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგს, უნდა შეესაბამებოდეს ,,ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით განსაზღვრულ ვიდეომონიტორინგის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს.

6. სკოლა ვალდებულია იზრუნოს სკოლის ვიდეომონიტორინგის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, მათ შორის, ვიდეომონიტორინგის სისტემის „ლოგირების“ მექანიზმის უზრუნველყოფაზე და მანდატურის ან/და მანდატურის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მანდატურის მიერ ვიდეომონიტორინგის სისტემით სარგებლობისას.“;

დ) 42-ე მუხლის:

დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 42. სკოლის ვიდეომონიტორინგის სისტემის ადმინისტრირების წესი“;

დ.ბ) პირველი - მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვიდეომონიტორინგის სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას (სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერება,  ვიდეოჩანაწერის დათვალიერება/გადახვევა ან/და ვიდეოჩანაწერის ადგილზე გაცნობა, ვიდეოჩანაწერის ამოღება ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პირის/უწყების/დაწესებულების/სკოლის სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემა) და ადმინისტრირებას (ვიდეომონიტორინგის სისტემის გამართულობის შემოწმება, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შექმნა/რედაქტირება/წაშლა, თარიღისა და დროის შეცვლა, მომხმარებლის ენის შეცვლა, ჩანაწერების ხარისხის შესწორება, გამორთული კამერის პროგრამულად ჩართვა, ჩამწერი მოწყობილობის ნებისმიერი ფუნქციის ჩართვა და გამორთვა, ჩამწერი მოწყობილობის ტექნიკური შესაძლებლობების ნახვა, ჩამწერი მოწყობილობის „ლოგირების“ ჟურნალის კონტროლი, ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების ბარათის დაფორმატება) უზრუნველყოფს მანდატურის სამსახური/მანდატური/უფლებამოსილი პირი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

1​1. ვიდეომონიტორინგის სისტემის გამოყენებისა და ადმინისტრირების წესი და პირობები განისაზღვრება მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

2. სკოლა ვალდებულია სკოლის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომონიტორინგის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მთელი სასკოლო დროის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომონიტორინგის სისტემით ვიდეოჩაწერა – მუდმივად.“;

ე) 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სკოლაში ვიდეომონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება;“;

ვ) 46-ე მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მანდატური ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს მისი სამუშაო გრაფიკის/პროცესის დაწყებამდე ისეთ დროს, რომ მისი სამუშაო გრაფიკის/პროცესის დაწყებისას მოწესრიგებული და გადამოწმებული ჰქონდეს საკუთარი ეკიპირება, ვიდეომონიტორინგის სისტემის გამართულობა, მანდატურის აღჭურვილობის (რაცია, მეტალოდეტექტორი, ფანარი) რაოდენობა და გამართულობა. გამონაკლისი შემთხვევა უნდა შეთანხმდეს შესაბამის კოორდინატორთან;“;

ვ.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეამოწმოს ვიდეომონიტორინგის სისტემის გამართულობა და გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს დირექციას და უშუალო კოორდინატორს;“;

ზ) 47-ე მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერება ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით;“;

ზ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ერთმა მანდატურმა უნდა უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერება ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით;“;

ზ.გ) მე-5 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, სკოლის გარე პერიმეტრის დათვალიერება ხორციელდება ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით. სკოლის გარე პერიმეტრის არადისტანციური დათვალიერება მანდატურმა უნდა განახორციელოს სისტემატურად.

6. მანდატური, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერებას ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით, დარღვევის/სავარაუდო დარღვევის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სხვა მანდატურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციურ დათვალიერებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მანდატურები შემთხვევის ადგილიდან არიან შორს და თვითონ უფრო მცირე ვადაში შეძლებს შემთხვევის ადგილზე მისვლას, თვითონ უზრუნველყოს შემთხვევის ადგილზე გასვლა.

7. მანდატური, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციურ დათვალიერებას, გამოვლენილი დარღვევის/სავარაუდო დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს მანდატურს, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერებას ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით.

8. მანდატური, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერებას ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სკოლის დირექციისათვის, მოსწავლის კლასის დამრიგებლისათვის, ასევე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში).“.

თ) 63-ე მუხლის:

თ.ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერება ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით;“;

 თ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, სკოლის გარე პერიმეტრის დათვალიერება ხორციელდება ვიდეომონიტორინგის სისტემის საშუალებით. სკოლის გარე პერიმეტრის არადისტანციური დათვალიერება უფლებამოსილმა პირმა უნდა განახორციელოს სისტემატურად.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე