„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 203/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018621
203/ნ
24/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
430010000.22.022.018621
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №203/ნ

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-16 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს, მომართვის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მოწოდებულ სიაში არსებულ პირთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ან/და მათ მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიმოცვლა უნდა განხორციელდეს დაცული ფორმით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშულებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე