დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.105.016739 |
26
17/12/2024
ვებგვერდი, 19/12/2024
200130000.35.105.016739
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/04/2018, ს/კ 200130000.35.105.016433) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისგან განთავისუფლდნენ (საგადასახადო შეღავათი) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) 42.91.0 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული წყლის ქვეშ მდებარე უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნავეთი) მესაკუთრეები/მოსარგებლეები წყლის ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლამდე ვადით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები