„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება(პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016918
183
20/12/2024
ვებგვერდი, 23/12/2024
010250020.35.160.016918
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება(პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №183

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება(პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №99 დადგენილების (www.matsne.gov.ge. 22/12/2023წ., 010250020.35.160.016832) პირველი მუხლით დამტკიცებულ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი;

) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს კურორტებზე მომსახურების ხარჯების (არანაკლებ 6 დღისა) დაფინანსება განისაზღვრება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 1000 ლარის ოდენობით.“;

) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

დ) ბავშვის ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ე) შშმ პირის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის ასლი – ფორმა NIV-50/4 ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ვ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ინვოისი და კალკულაცია საკურორტო მომსახურების მიმწოდებლისგან.“;

) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკურორტო მომსახურების მიმწოდებელი ქვეპროგრამის განმახორციელებელს შესრულებული სამუშაოს ბოლოს წარუდგენს ბავშვისა და მისი თანმხლები პირის მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტს (ანგარიშფაქტურა, მომსახურების ღირებულების კალკულაცია).“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე