„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016917
182
20/12/2024
ვებგვერდი, 23/12/2024
010250050.35.160.016917
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №182

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 26/12/2018წ., 010250050.35.160.016521) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

1.1 პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული ,,მინიმალური სასურსათო კვები დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს) მოსახლეობის, შშმ პირების და სახელწიფო ზრუნვიდან გასული 18-24 წლის ახალგაზრდების ყოველდღიურად ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს.

ბ) მე-5 მუხლის 52 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) სახელწიფო ზრუნვიდან გასული პირის შემთხვევაში  25 წლის ასაკის შესრულება.

1.2 პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული ,,სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სარიტუალო მომსახურებები“ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ ( შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვას, ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვას, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი/ების წევრთა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-სს) სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯები.“;

გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 -სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დასაფარად გამოიყოფა გარდაცვლილზე 400.00 (ოთხასი ლარი და 00 თეთრი) ლარი.“;

დ) მე-3 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯები ანაზღაურდება ოჯახის წევრის ან მერის წარმომადგენლის მიერ აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროებისამებრ);

ე) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ ( ოჯახის წევრის არ არსებობის შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.“.

1.3 პირველი მუხლის „ი“ პუნქტით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახები დახმარების“ (პროგამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესში“:

 ა) მე-2 მუხლს დაემატოს  12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ასევე, ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება აქვს იმ მრავლშვილიან ოჯახს, რომელსაც აქვს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აქტიური რეგისტრაციის სტატუსი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დასტურდება ბოლო 1 წლის განმავლობაში ოჯახის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ცხოვრების ფაქტი.

1.4 პირველი მუხლის „მ“ პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო ზრუნვის სისტმიდა გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის (პროგამული კოდი 06 02 13) განხორციელების წესში“:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არაუმეტეს 2000.00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. დაფინანსება უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდის განათლების უფლების რეალიზებას, ახალგაზრდისთვის პროფესიის შესწავლას, ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას ან ბინის ქირით უზრუნველყოფას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე