დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016914 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №17 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 08/02/2018; 010250020.35.160.016453) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.1. დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორთან და მერის სისტემაში მაღალი რგოლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად უზრუნველყოს რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავება და მისი დოკუმენტირება. 1.2. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორთან და მერის სისტემაში მაღალი რგოლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად უზრუნველყოფს რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას და მის გამართულ ფუნქციონირებას; განსაზღვრავს მერიის სისტემაში შემავალ ყველა სტრუქტურულ ერთეულის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მონაწილეობით რისკის მიმართ სტრატეგიული მიდგომის და რისკის მისაღებ დონეს; შეიმუშავებს რისკის მართვის პოლიტიკას და უზრუნველყოს მის მუდმივ განახლებას; ახდენს რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირებას; მუნიციპალიტეტის მასშტაბით რისკის რეესტრის წარმოება.“. 1.3. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“; „ქ“; „ღ“; „ყ“; და „შ“ ქვეპუნქტები: „ფ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორთან და მერის სისტემაში მაღალი რგოლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას და მის გამართულ ფუნქციონირებას. რისკის მართვის ცნობიერების ჩამოყალიბება/ამაღლებას; ქ) მერიის სისტემაში შემავალ ყველა სტრუქტურული ერთეულის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მონაწილეობით განსაზღვრავს რისკის მიმართ სტრატეგიული მიდგომის და რისკის მისაღებ დონეს; ღ) რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავებას და უზრუნველყოს მის მუდმივ განახლებას; ახდენს რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირებას; ყ) რისკის მართვისა და შიდა კონტროლის ღონისძიებების კოორდინირებას; რისკების იდენტიფიცირებას, ანალიზს, კრიტერიუმების განსაზღვრასა და მათ გაზომვა/შეფასებას (ყოველწლიურად ან საჭიროებისამებრ); შ) მერიის სისტემაში შემავალ ყველა სტრუქტურულ ერთეულს და საბიუჯეტო ორგანიზაციას ეხმარება რისკის რეესტრების შემუშავებაში; მუნიციპალიტეტის მასშტაბით რისკის რეესტრის წარმოებას და უზრუნველყოფს მისი საჭიროებისამებრ, პერიოდული განახლებას; რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, ანგარიშის მომზადებას და წარდგენას ხელმძღვანელობისთვის.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები