„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016913
178
20/12/2024
ვებგვერდი, 20/12/2024
010250020.35.160.016913
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №178

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 29/11/2021; 010250020.35.160.016733) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.1. დანართ №1-ის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) ინსპექტირების გაწევა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ დარღვევებზე;  სამსახურის კომპეტენციას  მიკუთვნებულ საკითებთან დაკავშირებით მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა; სამსახურის კომპეტენციას  მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებების მომზადება. სამსახურის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანას,  ტექნიკური შეცდომების გასწორებას, ძალადაკარგულად გამოცხადებას;“

1.2. დანართ №1-ის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.“

1.3. დანართ №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ინსპექტირების გაწევას ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ დარღვევებზე;

ბ) სამშენებლო და ადმინისტრაციული საქმისწარმოებას, (შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა) შესაბამისი განყოფილების თანამშრომელთან ერთად;

გ) დარღვევის გამოსწორებისა და დამრღვევის მიმართ სადემონტაჟო და საჯარიმო ღონისძიებების, მშენებლობის შეჩერების, ასევე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღების  სამართლებრივ უზრუნველყოფას;

დ) სამსახურის კომპეტენციას  მიკუთვნებულ საკითებთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებების მომზადებას. სამსახურის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანას,  ტექნიკური შეცდომების გასწორებას, ძალადაკარგულად გამოცხადებას;

ე) სამსახურის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ.) მომზადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში მათ წარდგენას სასამართლოში;

ვ) სამსახურის წარმომადგენლობის განხორციელებას სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან, შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვა/მოპოვებას;

ზ) სამსახურის კომპეტენციას  მიკუთვნებულ საკითებთან დაკავშირებით მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის უზრუნველყოფა;

თ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული წარმოების და სასამართლოს, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების ჩატარებას (სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ერთად).            

ი) განყოფილებაში არსებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვასა და დაცვას;

კ) ქალაქის მერის, კურატორი მოადგილისა და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულებასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;

ლ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების  განხორციელებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2025 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე