დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57/2024 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 17/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016771 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი: „26. ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.”. 2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცესკოს აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარე, ხოლო ცესკოს აპარატის მიმდინარე საქმიანობას უძღვება ცესკოს აპარატის უფროსი.”. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საფინანსო დეპარტამენტი: გ.ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება; გ.ბ) ლოგისტიკის განყოფილება; გ.გ) სამეურნეო განყოფილება; გ.დ) ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.”; ა.ბ) „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი: დ.ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება.”; ა.გ) „ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.დ) „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი: ზ.ა) ამომრჩეველთა სიების ფორმირების განყოფილება; ზ.ბ) საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილება; ზ.გ) საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილება.”; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცესკოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობებია: ა) ცესკოს აპარატის უფროსი/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსი; გ) ცესკოს მდივნის აპარატის (დეპარტამენტის) უფროსი; დ) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი; ე) პრესსპიკერი; ვ) შრომის უსაფრთხოების მენეჯერი; ზ) სწავლების მონიტორინგის მენეჯერი; თ) ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი; ი) საარჩევნო რეგისტრაციების მენეჯერი; კ) სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი; ლ) საარჩევნო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის მენეჯერი; მ) განყოფილების უფროსი; ნ) საარჩევნო პრაქტიკისა და ანგარიშების ანალიზის მენეჯერი; ო) სასამართლოებთან ურთიერთობისა და დავების მენეჯერი; პ) მთავარი ბუღალტერი; ჟ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის მენეჯერი; რ) მონაცემთა მართვის მენეჯერი; ს) საარჩევნო პროცესების პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი; ტ) საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის მენეჯერი; უ) ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი; ფ) ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი; ქ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ღ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ყ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; შ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი; ჩ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.”; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. საჭიროებისამებრ, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი.”. 4. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცესკოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მისი უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და აპარატის უფროსის დავალებებს, რომელიც ამ ერთეულის კომპეტენციაში შედის.”; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ცესკოს სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;”; ბ.ბ) „ე” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1” ქვეპუნქტი: „ე1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშების მომზადებაში;”; ბ.გ) „ვ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1” ქვეპუნქტი: „ვ1) საჭიროებისამებრ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სხვადასხვა უწყებაში წარსადგენ ანგარიშებს.”. 5. მე-14 მუხლის მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 და 172 პუნქტები: „171. ცესკოს საწყობის ადმინისტრირებას; 172. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან კოორდინაციით საარჩევნო მიზნებისათვის საარჩევნო ინვენტარისა და საარჩევნო ელექტრონული საშუალებების უსაფრთხო შენახვას, ტრანსპორტირებასა და განაწილებას;”. 6. მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი”. 7. მე-16 მუხლის 36-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 361-367 პუნქტები: „361. ცესკოს სტრუქტურული ერთეულების/სწავლების ცენტრის მიერ წარმოდგენილი სტატუსანგარიშების კონსოლიდირების შედეგად ამზადებს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; 362. ცესკოს სტრუქტურული ერთეულების/სწავლების ცენტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/ანგარიშების კონსოლიდირების შედეგად ამზადებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენ ანგარიშს ჩატარებული არჩევნების შესახებ; 363. კოორდინაციას უწევს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებას; 364. კოორდინაციას უწევს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის მონიტორინგის და შეფასების გეგმის შემუშავებას; 365.უზრუნველყოფს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შედგენისა და განხორციელებული საქმიანობის შეფასების მიზნით გამოკითხვების ჩატარებას; 366. უზრუნველყოფს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების კონსოლიდირებას; 367. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმის მონიტორინგის და შეფასების ანგარიშების მომზადებას;”. 8. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. 181 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 – 33 პუნქტები: „31. უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებას; 32. უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში გამოსაყენებელი ელექტრონული საშუალებების ტექნიკურ და პროგრამულ გამართვას; 33. საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ელექტრონული საშუალებების კენჭისყრაში/არჩევნებში გამოყენების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეთა სწავლებას;”; ბ) 27-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. 10. 191 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 მუხლი: „მუხლი 192. ცესკოს აპარატის უფროსი 1. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ცესკოს სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იმავდროულად არის ცესკოს აპარატის უფროსი. 2. აპარატის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება ცესკოს თავმჯდომარეს. 3. ცესკოს აპარატის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და ცესკოს სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. ცესკოს აპარატის უფროსი: ა) უძღვება ცესკოს აპარატის მიმდინარე საქმიანობას; ბ) საერთო კოორდინაციას უწევს ცესკოს სტრუქტურული ერთეულებისა და აპარატის თანამშრომელთა მუშაობას; გ) ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს ცესკოს შესაბამის ხელმძღვანელ პირებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს სამართლებრივი აქტების პროექტებს. ე) თავის კომპეტენციის ფარგლებში დავალებებს აძლევს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და აპარატის სხვა თანამშრომლებს; ვ) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის დავალებებს მისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ასრულებს ცესკოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს; 5. ცესკოს აპარატის უფროსის სხვა უფლებამოსილებები და ფუნქციები მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.”. 11. მე-20 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სხდომის დაწყებამდე ცესკოს მდივნის აპარატის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების შესაბამისი თანამშრომლები, ასევე ცესკოს წევრები ვალდებულნი არიან, შეამოწმონ ელექტრონული სისტემის ტექნიკური ან/და პროგრამული გამართულობა. ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში ცესკოს შესაბამისმა თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრა, ხოლო ცესკოს წევრებმა ამის შესახებ უნდა განაცხადონ დაუყოვნებლივ.”. |
| მუხლი 2 |
არაუგვიანეს 2025 წლის 20 იანვრისა, ცესკოს აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყონ ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 20 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები