დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 421 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.024816 |
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველო შეურთდეს 1987 წლის 20 მაისის „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციას. |
| მუხლი 2 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე; გ) აცნობოს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რომ კონვენციის 15ა მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ იგი ეთანხმება კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული იქნება მოწვევის თარიღსა (2024 წლის 21 ოქტომბერი) და იმ თარიღს შორის, როდესაც შეერთება შევა ძალაში კონვენციის 15ა მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები