დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 297 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 24/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016362 |
|
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016140) დამტკიცებულ „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს. ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ“ ,,ღ“ და ,,ყ“ ქვეპუნქტები: ,,ქ) საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის ძრავიანი არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი; ღ) პლანერის კომერციული ექსპლუატანტი; ყ) საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის პლანერის ექსპლუატანტი.“. 2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) ,,დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ.გ“ პუნქტი: ,,დ.გ) კომერციულ საავიაციო სამუშაოებს ინსპექტირება ხორციელდება – 12 თვეში ერთხელ;“; ბ) ,,მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“, ,,პ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტები: ,,ო) საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის ძრავიანი არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ინსპექტირება – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ; პ) პლანერის კომერციული ექსპლუატანტის ინსპექტირება – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ; ჟ) საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის პლანერის ექსპლუატანტის ინსპექტირება – არანაკლებ 24 თვეში ერთხელ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები