ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016557
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
20/12/2024
ვებგვერდი, 24/12/2024
190040000.35.138.016557
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/2024 - 29/01/2026)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესი, დანართი 1-ის და სერტიფიკატის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №28 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე



დანართი 1

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის  გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესი“ (შემდგომში  – წესი) განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარჩინებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა)  საგანმანათლებლო დაწესებულება  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

 ბ) სტუდენტი  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) წარჩინებული სტუდენტი  სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრება ფასდება 97 ქულით, რომელიც გამოითვლება წინა სემესტრში სასწავლო კურსებში მოპოვებული კრედიტების საფუძველზე მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით;

 დ) სტიპენდია  ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა;

 ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი  რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.


მუხლი 3. სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირება
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში  სამსახური), სტუდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 4. წარჩინებული სტუდენტებისათვის გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები
1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

დ) სემესტრის განმავლობაში სასწავლო კურსებში მოპოვებული კრედიტების საფუძველზე მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით უგროვდება არანაკლებ 97 ქულა;

ე) სტუდენტი ჩართულია სამეცნიერო საქმიანობაში, მონაწილეობს სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

2. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

დ) არანაკლებ ერთ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.

3. სტიპენდიის ოდენობა ერთ წარჩინებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული).

4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი (დანართი 2).


მუხლი 5. სტიპენდიის გაცემა
1. წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

2.  სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.