იმ ქვეყნების ჩამონათვალის დადგენის შესახებ, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული

იმ ქვეყნების ჩამონათვალის დადგენის შესახებ, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 23/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016082
75
23/12/2024
ვებგვერდი, 23/12/2024
290160000.60.072.016082
იმ ქვეყნების ჩამონათვალის დადგენის შესახებ, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №75

2024 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

იმ ქვეყნების ჩამონათვალის დადგენის შესახებ, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დადგინდეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სათანადოდ რეგულირებული ქვეყნებია:

ა) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ყველა წევრი სახელმწიფო;

ბ) ევროპის კავშირის (EU) ყველა წევრი სახელმწიფო.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი