დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 28/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.001.022 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №78
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;“;
ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2-ი3“ ქვეპუნქტები:
„ი2) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ი3) აღრიცხავს გრანტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარების პროექტებით იმპორტირებულ საქონელს;“;
გ) მე-18 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;“;
დ) მე-18 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;“;
ე) ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლის „ჟ“, „რ“ და „ტ“ ქვეპუნქტები;
ვ) 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტიანი მომსახურება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისათვის საინტერესო ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და გადამუშავებული სახით სისტემის დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება;
გ) საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება;
დ) ინფორმაციის დაცვის საიმედოობის უზრუნველყოფა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ე) სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელების სისტემური ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სისტემის ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების სტანდარტული საინფორმაციო სისტემებით უზრუნველყოფა და მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდების აუცილებლობისა და სტანდარტების განსაზღვრა;
ზ) სისტემის სტრუქტურულ ერთეულებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურირება, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;
თ) ახალი პროგრამული პროდუქტების შემოწმება სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკის გათვალისწინებით და ამ პროგრამული პროდუქტების დანერგვა სისტემაში შემავალ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, პროგრამულ სისტემებში ცვლილებების შეტანა ახალი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, შემოსული ინფორმაციის დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების გამოკვლევა და დადგენა, მათ საფუძველზე ტექნიკური პროექტებისა და დავალებების შემუშავება;
ი) მომხმარებლების ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, კონსოლიდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით საცნობარო, საძიებო, ანალიტიკური და ექსპერტული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, რომელიც განახორციელებს ცალკეული გადასახადების მიხედვით შემოსავლების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისა და გადამხდელის შესახებ სრული საინფორმაციო პაკეტის მონიტორინგს;
კ) ერთიან საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ანალიტიკურ-სტატისტიკური ფორმების შემუშავება და ამ ფორმებით სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა;
ლ) მონაწილეობა ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების ფაქტობრივი მაჩვენებლების ამსახველი სტატისტიკურ-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემის სამუშაოებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ფორმების დამუშავებაში;
მ) სამინისტროს ვებრესურსების ადმინისტრირება და სამინისტროს ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსების ხელშეწყობა.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები