დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 09/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.22.026.008.234 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.008.234
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №60
2006 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №56, მუხლი 624) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ)“, ,,ს)“ და ,,ტ)“ ქვეპუნქტები:
,,რ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სავარაუდო საბაზრო ფასების შესწავლა;
ს) შესყიდვების წლიური გეგმის განხორციელების მონიტორინგი;
ტ) ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადების დარღვევის და/ან ვადაგადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჯარიმო სანქციების გამოყენება.“
ბ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. მონიტორინგის ჯგუფი.“
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეია-რაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები