საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

  • Word
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 10/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.008.233
  • Word
1-1/116
28/02/2006
სსმ, 32, 10/03/2006
040.030.000.22.024.008.233
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.008.233

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/166

 2006 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ცენტრი თბილზნიიეპის შესახებძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 ოქტომბრის №421 ბრძანებულების ,,საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებასა და ,,საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს პრეზიდენტის 25.10.01 წლის №421 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი ,,თბილზნიიეპი“ ჩაითვალოს რეორგანიზებულად იმავე სახელწოდების მქონე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროქტო ინსტიტუტი“ (იურიდიული მისამართი: სანდრო ეულის ქ. №5ა) არის სსიპ თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროქტო ინსტი-ტუტის ,,თბილზნიიეპის“ უფლებამონაცვლე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 16.11.00 წლის №68 ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ცენტრი თბილზნიიეპის“ წესდების დამტკიცების შესახებ.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილე კ. დამენიას.

ი. ჩოგოვაძე