დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 13/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016814 |
|
,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260010.35.148.016402) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური არის გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალიტეტის სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას; საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელებას.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალიტეტის სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;“. გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალიტეტის სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას;“. დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;“. ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალიტეტის სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას;“. ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სოციალური უზრუნველყოფის და დასაქმების სფეროში მუნიციპალიტეტის სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები