„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016815
21
13/12/2024
ვებგვერდი, 16/12/2024
010260010.35.148.016815
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2024 წლის 13 დეკემბერი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 16/11/2017, 010260010.35.148.016397) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;“.

ბ) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განათლების სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას;“.

გ) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განათლების სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;“.

დ) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კულტურის სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას;“.

ე) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კულტურის სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;“.

ვ) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპორტის სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას;“.

ზ) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპორტის სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;“.

თ) დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახალგაზრდობის სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე