დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 401 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017885 |
401
16/12/2024
ვებგვერდი, 17/12/2024
200090000.22.033.017885
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 92 . ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ფიზიკური პირი, რომელსაც საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ წარმოეშობა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, არაუგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა მიმართავს საგადასახადო ორგანოს №V-04 დანართის ფორმით.“. 2. დანართი №V-04 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები