„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილები ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილები ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 12/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016719
35
12/12/2024
ვებგვერდი, 17/12/2024
300280000.16.009.016719
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილები ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №35

2024 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 05/01/2022, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016517) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ წესების მიზნებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებელზე ვრცელდება საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე დადგენილი მოთხოვნები, ამ წესების 25​1 მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებლის განცხადებაზე დასაბუთებული პასუხი გაგზავნილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს სააბონენტო ბარათზე და განაცხადზე მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება დასაბუთებული პასუხის წერილის ბმულით.

32. ამ მუხლის 3პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის მიერ სათანადოდ გაფორმებული და ხელმოწერილი წერილი (დოკუმენტი) მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ბმულზე განთავსებული წერილი (დოკუმენტი) განმცხადებელს ასევე უნდა მიაწოდოს მატერიალური ან სხვა მოთხოვნილი ფორმით ან/და საშუალებით.“;

გ) მე-18 მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თუ 10 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის ქსელთან მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთება არ არის მოთხოვნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის განაცხადით.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაუყოვნებლივ მიანიჭოს მიერთების მსურველს აბონენტის ნომერი და აცნობოს მას განაცხადის დამტკიცებისა და აბონენტის ნომრის შესახებ, ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). თუ 10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, მიერთების მსურველი უფლებამოსილია მოითხოვოს აბონენტის ნომრის მინიჭება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს აბონენტის ნომერი და აცნობოს მიერთების მსურველს.“;

გ.გ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ)  ქსელზე ერთი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში მიერთებისთვის ასაშენებელი ქსელის, მათ შორის, მრიცხველის, განთავსება არ არის უსაფრთხო, რადგანაც არ არსებობს მისაერთებელ ობიექტთან ან მის მიმდებარედ მუდმივი განთავსების შენობა-ნაგებობა (რომლის სიახლოვესაც ქსელი, მათ შორის მრიცხველი, შესაძლოა განთავსდეს) და, ამასთანავე, მისაერთებელი ობიექტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა ან არ მიმდინარეობს;

დ) მოთხოვნილ მიერთებაზე შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს განაცხადის ხელახლა წარდგენის საფუძველზე, ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის გარეშე.“;

გ.დ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ახალი მომხმარებლის მიერ „გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და სისტემის ოპერატორთან საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს, წესების მე-14 მუხლის შესაბამისად. ამასთან, თუ ზემოაღნიშნული საფასურის განწილვადებით გადახდაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ თვიურ გადასახდელს სამჯერ არ გადაიხდის სრულად ან/და დროულად, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს შეწყვიტოს განწილვადების ხელშეკრულება და მოითხოვოს დარჩენილი თანხის სრულად გადახდა ამ წესების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გადასახდელის ორჯერ გადაუხდელობის, ან/და ვადაგადაცილებით გადახდის დაფიქსირების შემდეგ, მომხმარებელს გაუგზავნოს წინასწარი შეტყობინება გადახდის პირობის მესამედ დარღვევის შემთხვევაში განწილვადების ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. წინასწარი შეტყობინების გაგზავნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სისტემის ოპერატორს.“;

დ) მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

მუხლი 181. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება

1. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, კომისიის თანხმობით გააუქმოს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადი მხოლოდ შემდეგ მოცემულ შემთხვევებში:

ა) თუ სისტემის ოპერატორის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოთხოვნილი მიერთების შესრულება აშკარად შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობიდან გამომდინარე;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება მიერთების განაცხადის გაუქმების შესახებ, სისტემის ოპერატორთან კვლავ შევიდა განაცხადი ამ ობიექტის ქსელზე მიერთების მოთხოვნით  და კვლავ არსებობს აღნიშნული განაცხადის გაუქმების საფუძველი ან გამომწვევი გარემოება. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება ძალაში შედის კომისიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე. აღნიშნული განაცხადის გაუქმება იწვევს ამ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის ბათილობას.

2. სისტემის ოპერატორმა შეიძლება მიმართოს კომისიას განაცხადის გაუქმების საფუძვლის შესწავლის მოთხოვნით მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში  მოცემული გარემოების არსებობის შემთხვევაში. სისტემის ოპერატორმა აღნიშნულ განცხადებას თან უნდა დაურთოს სამუშაოების განხორციელებისა და მოთხოვნილი მიერთების განხორციელების მცდელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობის სათანადო დასაბუთებასთან ერთად. აღნიშნული განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე  უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს).

3. კომისია სისტემის ოპერატორის განცხადებას, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმების საფუძვლის შესწავლის მოთხოვნაზე, განიხილავს საჯარო სხდომაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას განაცხადის გაუქმებაზე დათანხმების ან უარის შესახებ.

4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმებაზე კომისიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“;

ე) მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.“;

ვ) 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:

მუხლი 251. ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის ღირებულების დარიცხვა

1. ამ წესების მიზნებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა პირი, რომელიც მოიხმარს ბუნებრივ გაზს, ერთდროულად ცენტრალური გათბობის საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოსარგებლე პირთათვის. მიუხედავად იმისა, ვინ არის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალური გათბობის სისტემის ბუნებრივი გაზის მომხმარებლად რეგისტრირებული, მოხმარების მიზნობრიობა განისაზღვრება ცენტრალური გათბობის სისტემაში მოხმარების მიზნობრიობით, ამ მუხლის პირობების შესაბამისად.

2. ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებელთან, საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა მოხმარება აღირიცხება ინდივიდუალურად, ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით, რომელსაც აქვს ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის დისტანციურ რეჟიმში გადაცემის შესაძლებლობა (სისტემის ოპერატორისთვის მისაღებ ფორმატში);

ბ) ცენტრალური გათბობის სისტემა სარგებლობს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი, გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან ერთად, ანგარიშსწორებისთვის ასევე განსაზღვროს საყოფაცხოვრებო მოხმარების წილი, რომელიც გამოითვლება ცენტრალური გათბობის სისტემაში საერთო (ჯამურ) მოხმარებაზე, არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარების გამოკლებით.

4. ამ მუხლის შესაბამისად, ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს. განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ობიექტების სრული ჩამონათვალი, მათი მფლობელებისა და მოხმარების მიზნობრიობის (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო), ასევე მომარაგებული ფართობის მითითებით;

ბ)  ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ჯამური ფართობის შესახებ ინფორმაცია;

გ) ცენტრალური გათბობის სისტემის სქემა და მასზე დამონტაჟებული ჭკვიანი მრიცხველების გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებულ ობიექტებზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის მომხმარებლებისა და მათი მოხმარების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (აღნიშნული მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტების გარდა) უნდა განახლდეს ყოველწლიურად (წინასწარგანსაზღვრულ დროს), ან ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებული ობიექტის მფლობელის მოხმარების მიზნობრიობის შეცვლის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. ამასთან, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში.

6. თუ ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განახლებული ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი განსაზღვრულ ვადაში, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის წილის გამოთვლა და მის მიხედვით დარიცხვა  არ უნდა მოხდეს მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან.  ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ საანგარიშო პერიოდის რა მონაკვეთში განხორციელდება მოთხოვნილი ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის წილის გამოთვლა და მის მიხედვით დარიცხვა განახლდება ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენის თარიღის მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან.

7. მოცემული ინფორმაციის გამართულობასა და სისტემის ოპერატორისთვის დროულად მიწოდებაზე პასუხისმგებელია ცენტრალური გათბობის სისტემის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი. ამასთან, ინფორმაციის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.“;

ზ) 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 58. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები

1. ეს მუხლი განსაზღვრავს ჭკვიანი აღრიცხვის სისტემების (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველის) მოწყობის პირობასა და პროცედურებს.

2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელთან ან/და კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები.

3. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემის  (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ შესაძლებლობა, დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ამ მუხლის მე-12-მე-13 პუნქტების შესაბამისად და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას.

4. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს.

5. დაბალი წნევის 0-10 კუბ.მ/სთ სიმძლავრის მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა).

6. წესებით განსაზღვრული, ჭკვიანი მრიცხველი უნდა მოეწყოს:

ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას, ასევე ჭკვიანი მრიცხველით გამრიცხველიანებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ობიექტის  გაყოფის  შემთხვევაში.

7. გამანაწილებელ ქსელზე საშუალო წნევის ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია საშუალო წნევის ახალ მომხმარებელთან მოაწყოს ჭკვიანი მრიცხველი.

8. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური განსაზღვრულია დანართი №2-ით.

9. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა  მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

10. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის  ქვითარში.

11. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია და ტექნიკური მახასიათებლები იმ ჭკვიანი მრიცხველის შესახებ, რომლებსაც სთავაზობს მომხმარებლებს.

12. ჭკვიან აღრიცხვის სისტემას (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველს) უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:

ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა;

ბ) კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად;

გ) აღრიცხული მონაცემების წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ 24 საათში ერთხელ;

დ) აღჭურვილი იყოს ზუსტი მერიდიანული დროის სისტემით და შესაბამისი ელექტროკვების წყაროთი (ელემენტით);

ე) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო და დაცული არხებით გადაცემის ფუნქცია;

ვ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია.

13. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემა დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს სისტემის ოპერატორს, რომლის უზრუნველყოფაზეც სისტემის ოპერატორი თავადაა პასუხისმგებელი. ამასთან, წაკითხული მონაცემების გადაცემა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღეში ერთხელ, ხოლო ბუნებრივი გაზის ბირჟის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების შემდგომ – 24 საათში ერთხელ.

14. ბუნებრივი გაზის რაოდენობის ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველით) აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში, სისტემის ოპერატორის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს ინფორმაცია:

ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ;

ბ) ბუნებრივი გაზის საფასურის შესახებ;

გ) ნორმაზე მეტი მოხმარების და აღრიცხვის მოშლის  შესახებ (პერიოდის მითითებით);

დ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-12 პუნქტით და მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ.

15. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემების შემადგენლობაში შედის:

ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობები;

ბ) საკომუნიკაციო მოწყობილობები და ქსელები;

გ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობები;

დ) შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.

16. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემები ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მონაცემებს იღებს:

ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებისგან;

ბ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობებიდან.“.

თ) 59-ე მუხლის:

თ.ა) მე-2 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამანაწილებელ  ქსელთან  მიერთებული  მომხმარებლები, რომლებსაც აღრიცხვის კვანძი (რომელიც გამოიყენება ანგარიშსწორებისთვის), საკუთრებაში  ჰქონდათ  წესების  ამოქმედებამდე,  ვალდებული  არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღნიშნული აღრიცხვის კვანძი მფლობელობაში გადასცენ სისტემის ოპერატორს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული პირობით, შესთავაზოს მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება და განუსაზღვროს მათ გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. ამასთანავე, მათ აღრიცხვის კვანძის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქცირებული ჩარევისგან და სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის კვანძთან. ამ პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით:

ა) სისტემის ოპერატორი ვალდებულია 2026 წლის 1 მარტამდე კომისიას წარუდგინოს იმ მომხმარებელთა სია, რომელთა საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძი არ არის სისტემის ოპერატორის მფლობელობაში (წერილობითი ფორმის დაცვით) და გამოიყენება მომხმარებელთან ანგარიშსწორებისთვის;

ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია 2026 წლის 1 აპრილამდე შესთავაზოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება მათ საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძების სისტემის ოპერატორისთვის მფლობელობაში გადაცემის შესახებ;

გ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეწყვიტოს იმ მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების მიუხედავად, ექსპლუატაციას უწევს მათ საკუთრებაში არსებულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ამ ხელშეკრულების გაფორმების ვადის გასვლიდან, დამატებითი გონივრული ვადის განსაზღვრისა და ამ დამატებითი ვადის გასვლის შემთხვევაში, მომარაგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების შემდეგ.

3. წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სისტემის ოპერატორს განესაზღვროს ვადა 2028 წლის 1 ივლისამდე. ამასთანავე, 2026 წლის პირველ აპრილამდე სისტემის ოპერატორებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მომსახურების ცენტრების შესახებ, სადაც ახორციელებენ განაწილების საქმიანობას, ხოლო არაუგვიანეს 2027 წლის პირველ ივლისამდე კი – წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულებისთვის საჭირო, შემუშავებული გეგმა-გრაფიკი შესათანხმებლად.

4. სისტემის ოპერატორს, დროებითი მიერთებისა და მომხმარებლის მომარაგების სქემის რეკონსტრუქციის სტანდარტული პირობების და მომსახურების ღირებულების განსაზღვრის შესახებ წესების მე-20 მუხლის მე-4 – მე-7, მე-9 და მე-11 პუნქტებით, ასევე 23-ე მუხლის მე-3-მე-5 განსაზღვრული პირობების დანერგვისთვის ვადა განესაზღვროს  2026 წლის 1 ივნისამდე.

5. სისტემის ოპერატორებს, არსებული ბაზების მოდიფიცირებისა და წესების 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული  მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით, განესაზღვროთ ვადა 2026 წლის 1 ივნისამდე.

6. მიმწოდებელი ვალდებულია 2026 წლის 1 მარტამდე დააკმაყოფილოს 39-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ერთ-ერთი მოთხოვნა, იმ სისტემის ოპერატორთან მიმართებაში, ვის სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებელზეც ახდენს ბუნებრივი გაზის მიწოდებას. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი მტკიცებულებებით, მიწოდების საქმიანობის (სისტემის ოპერატორის არეალის მიხედვით), ამ არეალში განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის და ამ მომსახურების ანგარიშსწორების სისტემის ოპერატორთან არსებული მომსახურების პირობის შესახებ.“;

თ.ბ) მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ წესების 251 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომლის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2025 წლამდე ან/და შესაბამისი საეტაპო ოქმით ან საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულებულია 2025 წლამდე.“;

ი) „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური

1. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური:

მომხმარებლის წნევის საფეხური

სიმძლავრე,  კუბ.მ/სთ

აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა (სამუშაო დღე)

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასური (ლარი, დღგ-ის ჩათვლით)

ჭკვიანი მრიცხველი

მრიცხველი

დაბალი წნევა

0-6

10

450

300

6-დან -10

10

600

450

10-დან -16

10

900

750

16-დან -25

10

1100

900

25-დან -40

10

1500

1400

40-დან -65

10

8500

8300

65-დან -100

10

9200

9000

საშუალო წნევა

0 -100

15

14000

 

100-დან -160

20

14250

160-დან -250

20

14500

250-დან -400

20

15000

400-დან –650

20

17000

650-დან -1000

20

17500

1000-დან –1600

20

18000

1600-დან -2600

20

20000

2600-დან -4000

20

23000

4000-დან -6400

20

25000

2.  გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურით ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში წინამდებარე დანართით დადგენილი საფასური მოიცავს საერთო ფართის ქსელისა და აღრიცხვის კვანძის ან ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას.“.

2. „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილების (ვებგვერდი, 05/01/2022, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016517) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები“ ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია