დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 417 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.10.003.024812 |
417
16/12/2024
ვებგვერდი, 16/12/2024
130040000.10.003.024812
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2014, 130040000.10.003.017794) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის:
1. „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებისა;“. 2. „უ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები