დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 284 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 13/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016361 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016060) დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-5 პუნქტები: „3. ლითიუმის იონისა (UN3481) და ლითიუმის მეტალის (UN3091) ბატარეის შემცველი მოწყობილობის მისაღებად, დანიშნულ საფოსტო ოპერატორს უნდა გააჩნდეს სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელსაც სააგენტო გასცემს ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხმობის მისაღებად, დანიშნული საფოსტო ოპერატორი ვალდებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პროგრამასა და პროცედურებში ასახოს ლითიუმის იონისა და ლითიუმის მეტალის ბატარეის შემცველი მოწყობილობის მიღებასა და გადაზიდვასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ თანხმობას სააგენტო გასცემს უვადოდ.“. 2) 171 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სააგენტო გასცემს ინსტრუქტორის მოწმობას ამ წესის დანართი №1- ით განსაზღვრული ფორმით.“. 3) ამ წესის დანართი დამტკიცდეს თანდართული ფორმით. 4) წესს დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები