„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.102441
167-Iმს-XIმპ
13/12/2024
ვებგვერდი, 29/12/2024
140080000.05.001.102441
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) მე-5 მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა. ამ თანამდებობის პირის უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნებათ აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება პერსონალური დაცვა, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად არ დაუდასტურებია ამ თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილება არ შესწყვეტია მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად.

41. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად არ დაუდასტურებია ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ პირს უფლებამოსილება არ შესწყვეტია მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს/შეუნარჩუნდეს:

ა) აღნიშნულ პირს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, თუ მას ამ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ბოლოს ეკავა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

ბ) აღნიშნულ პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მას ამ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობებიდან არცერთი არ ეკავა და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

გ) აღნიშნული პირის ოჯახის წევრებს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2024 წ.

N167-Iმს-XIმპ