„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 172-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.102443
172-Iმს-XIმპ
13/12/2024
ვებგვერდი, 29/12/2024
140070000.05.001.102443
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემას და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს.

12. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემის საფასურია:

ა) 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემის შემთხვევაში − 500 ლარი;

ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემის შემთხვევაში − 1 000 ლარი.“.

2. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გამო;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2024 წ.

N172-Iმს-XIმპ