დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016808 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016400) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.“. გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები