დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 2 24 00003072 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 02/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჰ6" ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 31 დეკემბრის N02-396/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის N000004 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, ,,სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრის" (ს/კ 202051689; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა N7)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს ,,ა(ა)იპ ,,ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი" (ს/კ 402327656; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა №7)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრზე" (ს/კ 202051689; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა №7)“ გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია N000004; 3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად; 4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 6. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე. საფუძველი: სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" (ს/კ 202051689) დირექტორის, ლალი ივანიშვილის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლოზ ჩადუნელის განცხადებები (№1242674, 22.11.2024წ.; №1273252, 02.12.2024წ.) და თანდართული დოკუმენტაცია. სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები