დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 15/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360060000.22(0).230.008110 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №50
2006 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96 გვ. 27) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე პუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა“.
2. კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით საქართველოს მხარის მიერ გასაწევი ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის განსაზღვრული მოცულობის ფარგლებში.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები