დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ პუნქტი 2-ის შესაბამისად, საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპიური ფორმების (დანართი №1-9) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-3/185 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 20/03/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020012003.00(0).000.000209 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/03/1998 - 02/06/2008)
საქართველოს
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/185
1998 წლის 19 მარტი
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულების „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ პუნქტი 2-ის შესაბამისად, საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპური ფორმების (დანართი №1-9) დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულების „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ პუნქტ 2-ის შესაბამისად, საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპური ფორმების (დანართი №1-9) დამტკიცების მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს საპრივატიზებო ქონების (ობიექტების) შეფასების აქტების ტიპური ფორმები (დანართი №1-9) (თან ერთვის).
2. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს (გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების სამართლებრივ ექსპერტიზაზე და სარეგისტრაციო კოდის მინიჭებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა არსებული წესის შესაბამისად.
3. დაევალოს სამინისტროს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (რ. ოქრუაშვილი) ბრძანების დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოს მისი გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოქვეყნება და ტერიტორიული ორგანოებისათვის დაგზავნა.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (რ. ოქრუაშვილი) და მინისტრის მოადგილეს ბ-ნ მ. გაბუნიას.
მინისტრი ა. სილაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები