დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 301 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 02/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.22.027.008.224 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.22.027.008.224
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №301
2006 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის №65 ბრძანებით (სსმ III, 2000 წ., №42, მუხ. 379) დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვა
1. პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მიწის ნაკვეთის შეძენით ან სარგებლობით, განაცხადი შეაქვთ შესაბამისი რაიონის და ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობაში (მთავრობაში), ან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. განაცხადში ნაჩვენები უნდა იყოს მიწის გამოყენების მიზანი.
2. რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანოში განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ამ ორგანოთა დავალებით ხდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვის შესაძლებლობაზე დასკვნის მომზადება რაიონის შესაბამისი ორგანოს მიერ. საკითხის დადებითად გადაწყვეტისას რაიონის (ქალაქის) გამგეობა (მთავრობა) თავის სხდომაზე იხილავს მიწის განკარგვის საკითხს და თანხმობის შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
3. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამზადებს დასკვნას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის შესაძლებლობის თაობაზე და მას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადის წარდგენისას სამინისტრო უფლებამოსილია, მიწის პირდაპირი ფორმით განკარგვის თაობაზე დასკვნის მოსამზადებლად, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების მიღების მიზნით მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები.
4. მიწის პირდაპირი განკარგვის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, ადგილზე მოხდება მიწის გამიჯვნა პირებისათვის, თუ გადახდილი იქნება საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული მეთოდიკის შესაბამისად ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასი.
5. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შესაბამისი რაიონის და ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობა (მთავრობა) 7 დღის ვადაში უზრუნველყოფს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას მიწის განკარგვის თაობაზე. ამ ვადის განმავლობაში ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებას აფორმებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები