დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016410 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/12/2024 - 30/12/2024)
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 09/03/2021 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.061.016336) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ – „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს; ე) წარუდგენს მინისტრს გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით შერჩეულ თავისი მოადგილეების კანდიდატურებს; ვ) წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და სხვა სამართლებრივ აქტებს;“. 3. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი სააგენტოს დირექტორის წარდგინებით.“. 6. დებულების მე-5 მუხლის „ზ“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება; თ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა; ი) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;“. 7. დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები