საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 134-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.102429
134-Iმს-XIმპ
13/12/2024
ვებგვერდი, 29/12/2024
200000000.05.001.102429
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 81-ე მუხლის 3ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​1. ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი შემოსავლისა, იბეგრება 20 პროცენტით.“.

2. 98-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგებისა, იბეგრება 20 პროცენტით.“.

3. 130-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. 2025 წლისა და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ეს დივიდენდი გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 98-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განაკვეთით, საქმიანობის ამ ნაწილის კუთვნილი მოგებიდან.“.

4. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 

 

3

თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი

 2401

თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები

1 კგ

30

2402 10 000 01

– – სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით

1 ღერი

2.1

2402 10 000 02

– – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით

20 ღერი

2.4

2402 20

– სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით

20 ღერი

1.9

2403 11 000 00

− − ჩილიმით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისთვის 1-ელი შენიშვნის შესაბამისად

1 კგ

30

2403 19

− − დანარჩენი

1 კგ

30

2403 91 000 00

− − ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო

1 კგ

30

2403 99 100 00

− − − საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქო

1 კგ

30

2404 11 000 00

– – თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით

20 ცალი/ღერი

1.85

2404 12 000 00

– – დანარჩენი, ნიკოტინის შემცველობით

1 მლ

1.2

2404 19 900 00

– – – დანარჩენი

1 მლ

1.2

“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2024 წ.

N134-Iმს-XIმპ