„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 115-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.102465
115-Iმს-XIმპ
13/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
040110030.05.001.102465
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო, გარდა ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ქონების სააგენტო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოში აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილებას სამინისტროსგან, საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელმწიფო უწყებისგან დამოუკიდებლად ახორციელებს.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სამინისტროში ან საქართველოს საერთო სასამართლოში, გარდა სახელმწიფო საწარმოს აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოში საჩივრდება.“.

2. 39-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ საწარმოში, რომლის ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, გარდა ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:  

„31. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოში ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.

32. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციების შემსრულებელ საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა. ამ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მის წევრთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა საჯარო მოსამსახურე არ უნდა იყოს.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს მართავს სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტი არ განსაზღვრავს/არ შეიმუშავებს ენერგეტიკულ პოლიტიკას, მათ შორის, არ შეიმუშავებს/არ ადგენს შესაბამის მარეგულირებელ ნორმებს.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში:

ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:

ა.ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;

ა.ბ) „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსს დარჩენილი ვადით, თუ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2024 წ.

N115-Iმს-XIმპ