დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2-903 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 340090000.22.023.016881 |
|
ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 04 სექტემბრის №288 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ : |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს დებულება.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1. მიზანი ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) დებულების მიზანია საბჭოს შექმნის, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა. მუხლი 2.საბჭოს შექმნის წესი და შემადგენლობა 1. საბჭო იქმნება სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით. 2. საბჭო შედგება თავმჯდომარის, ორი მოადგილისა და არაუმეტეს 9 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2 წარმომადგენელი; ბ) სააგენტოს 3 წარმომადგენელი; გ) სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 1 წარმომადგენელი; დ) სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) 1 წარმომადგენელი; ე) საქართველოს უნივერსიტეტების ვეტერინარიის პროგრამის განმახორციელებელი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების 2 წარმომადგენელი; ვ) ვეტერინარიის სფეროში პროფესიული გაერთიანების/ასოციაციის 3 წარმომადგენელი, საიდანაც ერთი წარმომადგენელი უნდა იყოს კერძო პრაქტიკით დაკავებული ვეტერინარი, ერთი – ვეტერინარი ტექნიკოსი და ერთი – ასოციაციის მმართველობითი ორგანოდან; ზ) შეიძლება მიწვეულ იქნენ აგრეთვე ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ვეტერინარული ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. საბჭოს წევრები ინიშნებიან 5 წლის ვადით. 4.სააგენტო უზრუნველყოფს საბჭოს წევრობის კანდიდატების მინისტრისთვის წარდგენას. 5. საბჭოს წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს საბჭოში საქმიანობა, მინისტრთანწერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. 6. საბჭოს წევრს სტატუსი შეუწყდება, თუ: ა) გავიდა საბჭოს წევრობის 5-წლიანი ვადა; ბ) საბჭოს წევრი გათავისუფლდება იმ უწყებაში/ორგანიზაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომლის წარმომადგენელიცაა იგი; გ) საბჭოს წევრი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საბჭოს სხდომაზე ზედიზედ ორჯერ; დ)კანონიერ ძალაში შევა სასამართლო განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს; ე) საბჭოს წევრი გარდაიცვალა; ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოების, რომელიც ამართლებს საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტას. 7. საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით სააგენტო შესაბამის წინადადებას წარუდგენს მინისტრს, რომლის საფუძველზეც მინისტრი გამოსცემს ბრძანებას საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 8. საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილი ხდება ვაკანტური. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით სააგენტო მინისტრს წარუდგენს საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურას. საბჭოს ახალი წევრი ინიშნება იმ ვადით, რა ვადაც ჰქონდა წინა წევრს დარჩენილი საბჭოში. მუხლი 3. საბჭოს ფუნქციები საბჭოს აქვს შემდეგი ფუნქციები: ა) შეიმუშავებს და სააგენტოს უფროსს წარუდგენს სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამას, კრედიტქულების განსაზღვრის მექანიზმებს, მაძიებელის ცოდნის შეფასების მექანიზმებს და კრიტერიუმებს, გამოცდის გრაფიკსა და ადგილს; ბ) წევრებიდან ქმნის საგამოცდო კომისიას; გ) განიხილავს სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ საბუთებს; დ) განიხილავს და სააგენტოს უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებს; ე) ამზადებს დასკვნას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, შეჩერების, გაუქმების ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და წარუდგენს სააგენტოს უფროსს; ვ) პასუხისმგებელია რეესტრის შექმნასა და განახლებაზე; ზ) ამზადებს ვეტერინარული ქცევის კოდექსის პროექტს, როგორც სტანდარტს, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარული პროფესიული ეთიკის პრინციპებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსს; თ) ამზადებს საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის წესის პროექტს და წარუდგენს სააგენტოს უფროსს; ი) განიხილავს და ითანხმებს პროფესიული მომზადების/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც მომზადებულია მის მიერ ან წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორცეიელებლი იურიდიული პირის მიერ; კ) იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული მომზადების/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს შეითანხმებს საბჭო, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის მიერ პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება მოხდება „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად; ლ) მის მიერ მომზადებული პროგრამის განხორციელებისათვის არჩევს დაწესებულებას (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, უნივერსიტეტი და ა. შ.), რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს მიერ წარდგენილი პროფესიული მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად მომზადების/სწავლების ჩატარებას; მ) აზუსტებს და განაახლებს პროფესიული განვითარების პროგრამებს; ნ) მონაწილეობას იღებს ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის სავალდებულო განათლებისა და მომზადების მინიმალური სტანდარტების შემუშავებაში, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელ შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით; ო) ატარებს მოკვლევას ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობის კანონმდებლობასთან და ვეტერინარის საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და, საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს დასკვნას პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე; პ) ადგენს ვეტერინარულ პრაქტიკაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს და აწესებს ვეტერინარულ პრაქტიკაზე სათანადო ზედამხედველობას; ჟ) აძლევს სააგენტოს უფროსს რჩევას საბჭოს საქმიანობიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს; რ) ხელს უწყობს ვეტერინარული საქმიანობას განვითარებას; ს) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს რეკომენდაციებს სხვა ქვეყანაში მიღებული, ან მათ მიერ აღიარებული ვეტერინარული კვალიფიკაციების ურთიერთაღიარების მიზნებისათვის, ასევე დიპლომების, ხარისხებისა და ფორმალური კვალიფიკაციის სხვა მტკიცებულებების რეგისტრაციის მიზნებისათვის; ტ) ხელს უწყობს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ და ვეტერინარული მომსახურების მიმღებ პირებს შორის ინფორმაციის გაცვლას; უ) ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს უფროსს; ფ) ახორციელებს ამ დებულებით, „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4. საბჭოს საქმიანობის წესი 1. საბჭო ვალდებულია, პირველი სხდომა ჩაატაროს საბჭოს შექმნიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ შეიკრიბოს არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. 2. საბჭოს პირველ სხდომაზე, საბჭოს წევრები, თავიანთი შემადგენლობიდან, ხმათა უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს და მოადგილეებს, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 3. საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 4. საბჭოს სხდომების ადგილს, დროს, თარიღს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განსაზღვრავს თავმჯდომარე. 5. თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა. 6. საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 7. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. თავმჯდომარეს აქვს სათათბირო ხმის უფლება, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში – გადამწყვეტი ხმის უფლება. 8. საბჭოს წევრი დამოუკიდებელია პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. 9. საბჭოს წევრსარ უნდა ჰქონდეს ნათესაური კავშირი, პირდაპირი/არაპირდაპირი ინტერესი ან სხვა საქმიანი ურთიერთობა იმ ვეტერინართან ან ვეტერინარ ტექნიკოსთან, რომელთან დაკავშირებითაც განიხილება საკითხი. ასეთმა კავშირმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი გადაწყვეტილების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. აღნიშნული გარემოება შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც ინტერესთა კონფლიქტი. 10. თუ არსებობს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, საბჭოს წევრმა უნდა განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ სხდომის დაწყებისთანავე. 11. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრი არ მიიღებს მონაწილეობას განსახილველი საკითხის კენჭისყრაში, თუმცა შეუძლია დაესწროს სხდომას. მუხლი 5. საბჭოს აპარატი 1. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი, რომლის ფუნქციას ასრულებს სააგენტო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭოს აპარატი: ა) საბჭოს თავმჯდომარის მითითებით ამზადებს სხდომის დღის წესრიგს; ბ) სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე, საბჭოს წევრებს უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას: ბ.ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელთა განცხადებებს; ბ.ბ) „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. გ)ადგენს საბჭოს სხდომების ოქმებს; დ) ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 6. საგამოცდო კომისია სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით, საბჭო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებამდე 10 კალენდარული დღით ადრე, საბჭოს 5 წევრისგან ქმნის საგამოცდო კომისიას, რომელიც: ა) ზედამხედველობას უწევს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას; ბ) უფლებამოსილია, სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელიც შემჩნეული იქნება სახელმძღვანელოს, სხვა ანალოგიური მასალის, ასევე მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებაში, მოხსნას გამოცდიდან; გ) უზრუნველყოფს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა ეროვნულ რეესტრში (შემდგომში ,,რეესტრი“) მონაცემების შეტანას. მუხლი 7. საბჭოს კომისიები 1. ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარების მიზნით, საბჭო, საბჭოს 6 წვერისგან ქმნის ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარების კომისიას, რომელიც: ა) ამზადებს საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის წესის პროექტს, რომელსაც წარუდგენს საბჭოს; ბ) ამზადებს პროფესიული მომზადების/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების პროექტებს და წარუდგენს საბჭოს; გ) საბჭოს წარუდგენს წინადადებებს ვეტერინარული საქმიანობას განვითარების თაობაზე; დ) აზუსტებს და განაახლებს პროფესიული განვითარების პროგრამებს და განსახილველად წარუდგენს საბჭოს. 2. ვეტერინარულ პრაქტიკაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საბჭო, საბჭოს 3 წევრისგან ქმნის ეთიკის კომისიას, რომელიც: ა) აკონტროლებს საბჭოს მიერ შერჩეულ ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელი პირის მიერ გაწეული ვეტერინარული მომსახურების ხარისხს და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოებას; ბ) განხორციელებული კონტროლის შედეგებსა და შესაბამის დოკუმენტაციას განსახილველადწარუდგენს საბჭოს; გ) ამზადებს ვეტერინარული ქცევის კოდექსის პროექტს, როგორც სტანდარტს, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარული პროფესიული ეთიკის პრინციპებს და განსახილველად წარუდგენს საბჭოს;
დ) საბჭოს დავალებით ატარებს მოკვლევას ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობის კანონმდებლობასთან და ვეტერინარის საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და წარუდგენს საბჭოს. 1. ვეტერინარულ პრაქტიკაზე ზედამხედველობას საბჭო ახორციელებს ეთიკის კომიტეტის მეშვეობით. 2. ვეტერინარულ პრაქტიკაზე ზედამხედველობის სახეებია: ა) ვეტერინარული მომსახურების ხარისხის კონტროლი; ბ) ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი; გ) ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელი პირის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება. მუხლი 9. ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ ჩადენილი დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომები 1. საბჭო განიხილავს ეთიკის კომიტეტის მიერ მოკვლეულ საკითხებს ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობის კანონმდებლობასთან და ვეტერინარის საქმიანობის სტანდარტებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 2. ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ ჩადენილი დარღვევისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება. მუხლი 10. საბჭოს დაფინანსება 1. სააგენტო უზრუნველყოფს საბჭოს ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ და საფინანსო მომსახურებას. 2. რეესტრის შექმნასთან, წარმოებასთან, ფუნქციონირებასა და ტექნოლოგიურ მოვლასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სააგენტოს მიერ. |
დოკუმენტის კომენტარები