დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ სამოქალაქო ავიაციის დირექტორის 2016 წლის N59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 278 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 12/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050020.54.066.016358 |
|
„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის დირექტორის 2016 წლის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის დირექტორის 2016 წლის №59 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 10/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 310050020.54.066.016097) დამტკიცებულ ,,საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია მის მიერ ექსპლუატირებად აეროდრომზე, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს განათება და მისი შემდგომი ექსპლუატაცია ამ წესის შესაბამისად. 2. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ განახორციელოს ბაქნის განათების შემოწმება ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული მეთოდიკის შესაბამისად და უზრუნველყოს შემოწმების შედეგების სააგენტოში წარდგენა ამ წესის №2 დანართით დადგენილი ფორმის მიხედვით ყოველი მე-5 წლის 30 ოქტომბრამდე. 3. ბაქანზე, ან მის ნებისმიერ ადგილას განათების საშუალებ(ებ)ის ადგილმდებარეობის ან/და მისი სიმაღლის ცვლილებისას, ასევე, სანათების სხვა ტიპის ან/და სიმძლავრის სანათებით შეცვლის შემთხვევაში ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს შესაბამისი არ(ებ)ის განათების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და შედეგების სააგენტოში წარმოდგენა ამ წესის №2 დანართით დადგენილი ფორმის შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად აეროდრომის ექსპლუატანტმა ბაქნის განათების შემოწმება უნდა განახორციელოს სსიპ – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმების ნიშნის ან/და დამოწმების მოწმობის მქონე ხელსაწყოთი, ხელსაწყოს მწარმოებლის მიერ დადგენილი ტექნიკური ექსპლუატაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ჩრდილების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, განათების საშუალებების განთავსება და მიმართულება უნდა შეირჩეს ისე, რომ საჰაერო ხომალდის სადგომის ღერძის ხაზი განათებული იყოს, სულ მცირე, ორი მიმართულებიდან. შენიშვნა: საჰაერო ხომალდის სადგომთან განათების საშუალებების განთავსების ნიმუშები მოცემულია ამ წესის №3 დანართში. 4. განათების საშუალებები არ უნდა კვეთდნენ ,,აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამატკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით განსაზღვრულ აეროდრომის დაცვის არეს.“. 3. წესის №1, №2 და №3 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები