„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016160
46
13/12/2024
ვებგვერდი, 16/12/2024
130000000.63.075.016160
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №46

2024 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:".

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კადრების მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მოსამსახურეებსაც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეთ სპეციალური წოდება. მთავარი სამმართველო ასრულებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეისწავლის და ამზადებს მასალებს მოქალაქეების სამსახურში მიღების, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების,  სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, დათხოვნისა და სხვა გადაწყვეტილებების შესახებ;“;

ბ.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ტ) ახორციელებს სამსახურში მისაღები კანდიდატების, თანამდებობაზე დანიშნული მოსამსახურეების (თანამდებობრივი გადაადგილება) ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს, სამხედრო-საექიმო კომისიის ცნობის შესაბამისად;“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;                  

გ.ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) პირველადი, მორიგი და ვადაზე ადრე სპეციალური წოდების მისანიჭებლად;“;

გ.გ) „დ.ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.ე) სახელმწიფო ჯილდოსა და უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარსადგენად;“;

გ.დ) „დ.ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;          

გ.ე) „დ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.კ) მოსამსახურეთა სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და შესაბამის  სახელმწიფო უწყებაში  შეტყობინების გაგზავნის შესახებ;“;

დ) მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფს დათხოვნილ მოსამსახურეთა სპეციალური სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნას შესაბამის სახელმწიფო უწყებაში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი