დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 150-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 460070000.05.001.102439 |
|
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 460070000.05.001.102213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „საკურორტო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა;“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 2025 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (ფორმები); ბ) 2026 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, საქმიანობის წესი და სტანდარტი;“. 2. 51-ე მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კანონის მე-6−მე-9 მუხლები და 49-ე მუხლის მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. 5. ამ კანონის მე-11 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 6. ამ კანონის 36-ე და 37-ე მუხლები და 49-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 13 დეკემბერი 2024 წ. N150-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის კომენტარები