„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017273
96
16/12/2024
ვებგვერდი, 17/12/2024
120010000.22.026.017273
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №96

2024 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016060) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის 51 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მოსამსახურის, მათ შორის, დაჭრილი ან დაშავებული მოსამსახურის და მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მათი ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს სამინისტრო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი