„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017275
98
16/12/2024
ვებგვერდი, 17/12/2024
120340000.22.026.017275
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №98

2024 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №89 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016; სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016443) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების, ასევე მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვა სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;“.

2. მე-3 მუხლის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების, ასევე მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვა სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, აგრეთვე, მათი ინფორმირება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების შესახებ;“.

3. მე-5 მუხლის:

) მე-2 პუნქტის1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეებისთვის, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეებისთვის, ასევე, მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მათი ოჯახის წევრთა ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისების მიწოდებას მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის. ახორციელებს აღნიშნული პროცესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;“;

) მე-3 პუნქტის ,,1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ​1) მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეებისთვის, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეებისთვის, ასევე, მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მათი ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისების მიწოდებას. თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობს დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროცესში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი