„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016171
57
13/12/2024
ვებგვერდი, 16/12/2024
130000000.63.075.016171
„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №57

2024 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №11 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015წ., სარეგისტრაციო კოდი –130000000.63.075.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ , „ბ“ და „რ.ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

წვევამდელს სამსახურში მიღებისას მიენიჭება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება ან შეუნარჩუნდება/გაუთანაბრდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება.“;

ბ) მე-4 და მე-5 მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი