დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/448 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.024.016883 |
|
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე–39-ე პუნქტები:
„36. 2024 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეებში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“ ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული სრული მოცულობის (ანაზღაურების გარეშე) ელექტროენერგიის მიმღებად და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმწოდებლად მიჩნეულ იქნეს შპს „ენგურჰესი“, ამ წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის დაბალანსების მიზნებისათვის. შესაბამის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგია უპირატესად იფარება ამ პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიით. 37. სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელი აღრიცხვის აქტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ამ მუხლის 36-ე პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგიის მოცულობა განისაზღვრება შესაბამის საანგარიშო პერიოდში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/ და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“ გადამცემი სისტემის ოპერატორსა და რუსეთის ენერგოსისტემის ტექნიკურ ოპერატორს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ორმხრივად დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი მოცულობების საფუძველზე, ხოლო რუსეთის შესაბამისი ტექნიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული აქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ოპერატიული მონაცემების, მათ შორის SCADA-ს/აღრიცხვის სისტემების, მონაცემებით შედგენილი ცალმხრივი აქტით დადგენილი მოცულობების საფუძველზე. 38. ამ მუხლის 36-ე და 37-ე პუნქტებში აღნიშნული, 2024 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეებში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“ ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგიის ღირებულება განისაზღვროს იმავე ელექტროგადამცემ ხაზებზე 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო ღირებულების შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საბაჟო გაფორმებაზე ვრცელდება ამ წესების 147 მუხლი. 39. ამ მუხლის 36-ე, 37-ე და 38-ე პუნქტების მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2024 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები