დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 157-Iმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.05.001.102462 |
|
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 48-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე.“. 2. 49-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 13 დეკემბერი 2024 წ. N157-Iმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები