დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 407 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024802 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):
1. მე-19 მუხლის 131 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „131. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლისას/რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა DRG მეთოდით დაფინანსებული პროგრამული მომსახურებისათვის მოსარგებლეს გადაახდევინა მოსარგებლის მიერ პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი (გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის სახით. ამასთანავე, დარღვევის გამოვლენიდან მისი განმეორებით ჩადენა დამატებით გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერებას 6 თვით. შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისთვის დანართ №1-ის 23-ე მუხლის 56-ე პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის შემდეგ ამ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისას გამოიყენება საერთო წესი (ჯარიმა, განმეორებით შემთხვევაში − დამატებით მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება).“. 2. მე-20 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) პროგრამის განმახორციელებელსა და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა (მათ შორის, DRG მეთოდით დაფინანსებულ შემთხვევებში), გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა. VIP მომსახურებაზე (აყვანილი ექიმი/ექთანი, არჩეული პალატა/სახარჯი მასალა) მოსარგებლის მხრიდან დამატებითი თანხის გადახდევინების მექანიზმის შემოღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე აქტით დადგენილი წესით, რომლითაც განისაზღვრება აღნიშნულ მომსახურებაზე დამატებითი თანხის გადახდევინების პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურების შეთავაზების ლიმიტები, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსარგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას;“; ბ) 56 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 57 პუნქტი: „57. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრინციპების დაცვით განსაზღვროს ცალკეულ მომსახურებებზე მოსარგებლის მხრიდან დამატებითი თანხის გადახდევინების პირობები, როდესაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოყენებული იქნება შესაბამისი პროტოკოლებით/გაიდლაინებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ისეთი ინოვაციური (მაღალტექნოლოგიური) მეთოდი ან აპარატურა, რომელიც იძლევა შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციის უფრო გაზრდილ ეფექტიანობას.“. 3. დანართ №1.5-ის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 31 და 32 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის): ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მშობიარობა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აყვანილი ექიმის მომსახურებაზე დამატებითი თანხის გადახდევინება ხდება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის შესაბამისად; დ) საკეისრო კვეთა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აყვანილი ექიმის მომსახურებაზე დამატებითი თანხის გადახდევინება ხდება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: ა) მშობიარობა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აყვანილი ექიმის მომსახურებაზე დამატებითი თანხის გადახდევინება ხდება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის შესაბამისად; ბ) საკეისრო კვეთა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აყვანილი ექიმის მომსახურებაზე დამატებითი თანხის გადახდევინება ხდება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები