დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 149-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016115 |
|
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს პარლამენტმა 2027 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 20413 მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს დასაკომპლექტებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 13 დეკემბერი 2024 წ. N149-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის კომენტარები