„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ“ 2014 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ“ 2014 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 12-37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016799
12-37
30/04/2024
ვებგვერდი, 11/12/2024
480610000.03.030.016799
„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ“ 2014 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ“ 2014 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება
 
 
 

 

 შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ“ 2014 წლის 13 მაისის შეთანხმებაში, ხელმოწერილი თბილისში, ცვლილების შეტანის შესახებ“


 

საქართველოს მთავრობასა

(შემდგომში ხსენებული როგორც „ქართული მხარე“)

და

საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას

(შემდგომში ხსენებული როგორც „ფრანგული მხარე“)

შორის

აღნიშნული ცვლილების მიზნებისათვის საქართველოს მთავრობა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა  შემდგომში ხსენებული არიან, როგორც „მხარეები“.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობამ და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობამ გააფორმეს მთავრობათაშორისი შეთანხმება საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა თბილისში 2014 წლის 13 მაისს (შემდგომში ხსენებული, როგორც „მთავრობათაშორისი შეთანხმება“);

ერთი მხრივ, აღვნიშნავთ რა, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო განვითარებადი ქვეყნებისათვის საფრანგეთის სახელმწიფო დახმარების სისტემის ცენტრშია და თავის საქმიანობას ახორციელებს 80-ზე მეტ ქვეყანაში თავისი სამოცი ადგილობრივი წარმომადგენლობის ქსელის მეშვეობით;

მეორე მხრივ, აღვნიშნავთ რა, რომ ექსპერტიზ ფრანსი (Expertise France ) საფრანგეთის სახელმწიფოს ოპერატორია საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ქმედებების დამატებით, წვლილი შეაქვს საერთაშორისო სოლიდარობის მიზნებსა და საფრანგეთის განვითარების პოლიტიკაში იმ პროექტების შექმნითა და განხორციელებით, რომლებიც მდგრადად აძლიერებს სახელმწიფო პოლიტიკას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა მმართველობა, მართლმსაჯულება, უსაფრთხოება, კლიმატი, ჯანდაცვა და განათლება;

აღვნიშნავთ რა, რომ ექსპერტიზ ფრანსი (Expertise France ) შეუერთდა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფს სოლიდარული განვითარებისა და მსოფლიოში უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ პროგრამირების 2021 წლის 4 აგვისტოს n°2021-1031 კანონის დებულებების შესაბამისად;

აღვნიშნავთ რა, რომ მხარეების საერთო ინტერესშია აღნიშნული ცვლილების (შემდგომში „ცვლილება“) გაფორმება, რათა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფს საშუალება მიეცეს ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს, საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნების შესაბამისად;

ვისურვებთ რა, რომ გათვალისწინებული იყოს ექსპერტიზ ფრანსის (Expertise France) საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფში ეფექტური ინტეგრირება, ექსპერტიზ ფრანსისთვის (Expertise France) ისეთი განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებით, როგორითაც სარგებლობს საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე;

შესაბამისად, დამოუკიდებლობის, სუვერენულობის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის და სამართლებრივი თანასწორობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

ცვლილების საგანი

აღნიშნული ცვლილების საგანია მთავრობათაშორისი შეთანხმების გავრცელება ექსპერტიზ ფრანსზე (Expertise France).

მუხლი 2

ტერმინი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის“ განმარტება

ტერმინის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფი“  განმარტება შეცვლილია შენდეგნაირად: ტერმინი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფი“ ნიშნავს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (შემდგომში, „AFD”), ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოებას („PROPARCO”) და ექსპერტიზ ფრანსს (Expertise France)“. 

მთავრობათაშორისი შეთანხმება შეცვლილია იმგვარად, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებაში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის ნებისმიერი მოხსენიება ასევე ითვალისწინებს ექსპერტიზ ფრანსს (Expertise France).

მუხლი 3

პრივილეგიები და შეღავათები

მთავრობათაშორისი შეთანხმების პირობებით, ქართული მხარის მიერ თავის ტერიტორიაზე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის ერთეულებისთვის მინიჭებული პრივილეგიები და შეღავათები ვრცელდება ექსპერტიზ ფრანსზე (Expertise France) როგორც საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის წევრზე, ასევე მის მიერ დაქირავებულ, მათი მისიების შესასრულებლად საჭირო ექსპატრიატ მუშახელზე.

მუხლი 4

მთავრობათაშორის შეთანხმებაში ინტეგრირება

აღნიშნული ცვლილება ერთვის მთავრობათაშორის შეთანხმებას და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

მუხლი 5

ძალაში შესვლა

აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის მთავრობათაშორისი შეთანხმებით გათვალისწინებული ძალაში შესვლის ფორმალობების შესაბამისად. თითოეული მხარე მეორე მხარეს წერილობით აცნობებს აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულებას, რომელიც ამოქმედდება ბოლო შეტყობინების მიღების თარიღის შემდგომი თვის პირველი რიცხვიდან.

აღნიშნული ცვლილების დებულებები ვრცელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის ქართული მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე.

ხელმოწერილია თბილისში, 2024 წლის 30 აპრილს, ორ ორიგინალ ეგზემპლარად, ქართულ და ფრანგულ ენებზე, ორივე ვერსიას ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

საქართველოს მთავრობის

სახელით

საფრანგეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

 

 

 

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი

შერაზ გასრი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში