„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024800
405
06/12/2024
ვებგვერდი, 09/12/2024
040030000.10.003.024800
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №405

2024 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2024 წლის 27 ივნისის №4298-XIVმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებაში (სსმ, №103, 19/08/2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“.

2. პირველი მუხლის:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:“;

ბ) პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნად განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი წესდების დამტკიცება.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 − მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ლიკვიდაციის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების ჩარიცხვა და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შრომითი მოწყობის საკითხების გადაწყვეტა.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ლიკვიდაციის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ ლიკვიდირებული ხელოვნების ფაკულტეტის ნაწილში განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე