„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.024799
404
06/12/2024
ვებგვერდი, 09/12/2024
130000000.10.003.024799
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №404 

2024 წლის 6 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018772) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესი“ აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოხელეთა, მათ შორის, სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა, აგრეთვე შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა (შემდგომში − მოსამსახურე) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო − ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიური ფულადი სარგო) ყოველთვიური დანამატი, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი, სხვა დანამატები და კომპენსაციები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის მოხელის, მათ შორის, სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის − სამუშაო დღეების მიხედვით.“.

3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს (სამსახურის გავლის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვების უზრუნველყოფის პერიოდში) სპეციალური წოდების მქონე პირსა და სამსახურის მოხელეს უნარჩუნდებათ სასურსათო ულუფა.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მრავალშვილიან (ოთხი ან მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში) მოსამსახურეს (გარდა არამუდმივ ამოცანათა შესრულებისათვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეებისა), მათ შორის, დამხმარე და გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური კომპენსაცია შემდეგი ოდენობით:

ა) ოთხი შვილის მშობელს − 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 ბ) ხუთი შვილის მშობელს − 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;

გ) ექვსი შვილის მშობელს − 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

დ) შვიდი და მეტი შვილის მშობელს − 625 (ექვსას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.“.

5. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც სამსახურს გადის სხვა უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება სამსახურში დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს არანაკლები ოდენობით. აღნიშნულ პირს წოდებრივი სარგოთი, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატით, სამსახურის უფროსის მიერ დაწესებული სპეციალური დანამატებითა და ფორმის ტანსაცმლით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობით უზრუნველყოფს სამსახური (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), ხოლო თანამდებობრივი სარგოთი და სხვა დანამატებით − შესაბამისი უწყება.

მუხლი 14

1. სპეციალური წოდების მქონე პირს საომარი მდგომარეობის დროს შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობისას, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. შესაბამისად, ფულადი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი ოდენობით.

2. სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელსაც ეძლევა ფულადი სარგო სამმაგი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და პენსია/კომპენსაცია უანგარიშდება ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობიდან.“.

6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური წოდების მქონე პირის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს პირის სამსახურის სისტემაში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას. თუ სამსახური ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს დასაქმებას, უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, მას ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე