დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 402 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480430000.10.003.024797 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებაში (სსმ, №54, 13/05/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – აწარმოე საქართველოში და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს საპრომოციო აქტივობების ორგანიზების პროცესში ან/და განხორციელების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე, ასევე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ კონცერტებისა და მუსიკალური ფესტივალების ორგანიზების პროცესში ან/და ჩატარების მიზნით დასადებ ხელშეკრულებებზე;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები