„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 301/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016884
301/04
06/12/2024
ვებგვერდი, 09/12/2024
220010000.18.011.016884
„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №301/04

2024 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016699) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნები ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მიკრობანკის ძირითად ინფორმაციას, რაც განაპირობებს მიკრობანკის წინაშე არსებული რისკებისა და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატურობის შესახებ გამჭვირვალობის ზრდასა და ნდობის ამაღლებას. ეს წესი აგრეთვე განსაზღვრავს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების პერიოდულობას.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიკრობანკმა პილარ 3-ის ანგარიშგება უნდა გამოაქვეყნოს და ეროვნულ ბანკს მიაწოდოს შემდეგი ვადების გათვალისწინებით:

ა) პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება, ოთხივე კვარტალის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს საანგარიშგებო კვარტალის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო მიკრობანკის მიერ უნდა გამოქვეყნდეს საანგარიშგებო კვარტალის დასრულებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში;

ბ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს და ეროვნულ ბანკს მიეწოდოს არაუგვიანეს წლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების თარიღისა.“;

გ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. ეროვნული ბანკის მიერ მონაცემების გამოქვეყნება

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს მიკრობანკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ საბალანსო მონაცემები, მოგება-ზარალის შესახებ ინფორმაცია, ძირითადი საბანკო მაჩვენებლები და კონსოლიდირებული სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, მიკრობანკების მიერ ეროვნულ ბანკში წარმოდგენილ სავალდებულო ანგარიშგებების ფორმებზე დაყრდნობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა