,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 08/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017270
93
06/12/2024
ვებგვერდი, 06/12/2024
120000000.22.026.017270
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 

ბრძანება №93

2024 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №132 ბრძანებით (ვებგვერდი, 28/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017171) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების  წესში შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საომარი მდგომარეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობის დროს დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 208 თვის ვადით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 8 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი