„მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №107/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №107/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 302/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016885
302/04
06/12/2024
ვებგვერდი, 09/12/2024
220010000.18.011.016885
„მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №107/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №302/04

2024 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №107/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„მიკრობანკებისთვის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №107/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016698) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1.    მე-2 მუხლის:

ა)   „პ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მატერიალური რისკის ამღები პირი – ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მატერიალური რისკის ამღებ პირთა იდენტიფიცირების ინსტრუქციის მიხედვით მიკრობანკის მიერ წინასწარ შემუშავებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული მიკრობანკის თანამშრომელი, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიკრობანკის რისკის პროფილზე.“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკრობანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ მიკრობანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა.“.

 2.    მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდების მიზნით, მიკრობანკებმა უნდა უზრუნველყონ მატერიალური რისკის ამღებ პირებთან, რომლებიც მოცემული დებულების მიზნებისათვის არ წარმოადგენენ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს, ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობა და კონტროლი. მიკრობანკში არსებული უფლებამოსილებათა და მათი დელეგირებათა სისტემების გათვალისწინებით, მიკრობანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი ყველა ის საჭირო პროცესი, რაც ამ დებულებით მოითხოვება დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისათვის. მიკრობანკების პროცესები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მიკრობანკის მატერიალური რისკის ამღებმა პირებმა არ მიიღონ მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცებაში ან ისეთ ტრანზაქციებში, საიდანაც მათ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის.“.

 3.    მე-6 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) დაკავშირებულ კომერციულ ბანკებთან/მიკრობანკებთან არსებული ნოსტრო ანგარიშები.“.

 4.    მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. დაკავშირებული მხარის ფასიანი ქაღალდის დასაკუთრების შემთხვევაში მიკრობანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები მისი რეალიზაციისთვის.“.

 5.    მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოსთხოვოს მიკრობანკს ნებისმიერი ინფორმაცია მატერიალური რისკის ამღებ პირებთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა