დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4261 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 04/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.43.048.016026 |
|
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2014წ., 280120000.43.48.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
1.
ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი (შემდგომში – სპეციალური წოდება) სარგოს ყოველთვიური განაკვეთები განისაზღვროს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.“ |
2.
მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევისას, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით ეძლევათ 2 თვის თანამდებობრივი სარგო. 5. სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში (გარდა სამოქალაქო თანამდებობისა) ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე შეიძლება მიეცეთ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება ბოლო დაკავებული თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს ორმაგი ოდენობისა.“. |
3.
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით დაუწესდეთ ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე – 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 15%; დ) 10 წელი და მეტი – 20%.“. |
4.
მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. მოსამსახურის გარდაცვალების (დაღუპვის) შემთხვევაში, ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და დანამატები) არ ექვემდებარება დაბრუნებას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები